ახალი ამბები

შსს -ს ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვართან დევნის ოპერაციას ატარებს

29 აგვისტო, 2012 •
შსს -ს ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვართან დევნის ოპერაციას ატარებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი.

 

სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია.

 

“შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული”,- ნათქვამია განცხადებასი, რომელსაც შსს ავცრელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი