ივანიშვილი ამ ტიპის კონტრბრალდებებით გამოეპასუხა ტელეკომპანია “რეალ ტვ”-ის შეკითხვას “ქართული ოცნების” ლენტეხის მაჟორიტარი კანდიდატის – გია გაზდელიანის ძმის თაობაზე, რომელიც ტელევიზიის ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტი, ე.წ. კანონიერი ქურდია.
“შეიძლება ძალიან ბევრი და და ძმა გყავდეს და ყველანი ვერ წავიდნენ იმ გზით, როგორიც სასურველია და გვინდა, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ და მხარს ვუჭერთ და ჩვენი გუნდის წევრია გია გაზდელიანი და არა – მისი ძმა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან კითხვის ავტორ ჟურნალისტს ურჩია, კრიმინალები ხელისუფლებაში მოძებნოს:
“დიახ, საქართველოში ძალიან ბევრი კრიმინალური ავტორიტეტი იყო და ძალიან ბევრი მათგანი ახერხებდა მართვაშიც ჩარევას. და ჩვენ კარგად ვიცით კანონიერი ქურდები, მათგან დარბეული ბიზნესი, დარბეული ჩვენი კუთხეები და ქალაქები, დღეს მათ ჩაენაცვლა ჩვენი ხელისუფლება, რომელიც არ არის უკეთესი მათზე.
მაშინ, როდესაც კრიმინალები ბობოქრობდნენ საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს კარგი არ იყო. რა თქმა უნდა, ჩვენც გავაგრძელებთ, გავასუფთავებთ და გავწმინდავთ ყოველგვარი კრიმინალებისაგან ჩვენს ქვეყნას. მაგრამ ის, რასაც აკეთებს დღეს ჩვენი ხელისფლება, ვაის გავეყარეთ და უის შევეყარეთ – აი, ესაა,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.