“გედი თათრიშვილის შვილი არის “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის აქტიური წევრი. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ მის წინააღმდეგ გარკვეული ქმედებები განეხორციელებინათ. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მას ედავებიან ძველი გენერატორის ქურდობას, რაც საავადმყოფოს ბალანსზე არც ყოფილა. მისი დაკავება პოლიტიკური მოტივითაა განპირობებული”, – ამბობს “ნეტგზეთთან” საუბარში ონოფრიშვილი.
შსს–ში კი განმარტავენ, რომ კასპის მთავარი ექიმი ქურდობის გამო არის დაკავებული. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ქურდობას პირთა ჯგუფის მიერ.
“ელექტროგამანაწილებლის ქურდობისთვის, მთავარი ექიმის გარდა, დაკავებულია ჯგუფის ორი წევრი. მათ ქურდობა ჩაიდინეს ამა წლის აგვისტოში. მთავარი ექიმი და ჯგუფის წევრები აღიარებენ ქურდობას”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი.