ლევან სილაგავა ამ დროისთვის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. მან ტრავმა მშენებლობის დროს სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო.
ინფორმაცია ლევან სილაგავას გარდაცვალების თაობაზე “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს სილაგავს ახლო ნათესავმა მიაწოდა, რომელიც, სამწუხაროდ, გადამოწმების გარეშე გამოქვეყნდა. დღეს “ნეტგაზეთის” რეპორტიორი პირადად იმყოფებოდა ქუთაისის კლინიკაში, სადაც უტარდება მკურნალობა პაციენტს. ის ასევე ესაუბრა ლევან სილაგავას ოჯახის წევრებს.
მცდარი ცნობების შემცველი მასალა ამ დროისთვის მოხსნილია საიტიდან.