ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო: ჯარი მუდმივი წვრთნის რეჟიმში იმყოფება

25 აგვისტო, 2012 •
თავდაცვის სამინისტრო: ჯარი მუდმივი წვრთნის რეჟიმში იმყოფება

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ კადრებში აღბეჭდილი იყო ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის გადაადგილებას ორფოლოს პოლიგონზე:  

 

“დღეს საინფორმაციო სააგენტო „INFO 9“-ის ვებ-გვერდზე გავრცელდა ვიდეომასალა, სახელწოდებით „სამხედრო ტექნიკა სამტრედიაში“. საზოგადოებისთვის მიწოდებული ვიდეომასალა ტოვებდა ბევრი ინსინუაციების გაკეთების შესაძლებლობას. 

გავრცელებული კადრები სინამდვილეში ასახავს ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის გადაადგილებას ორფოლოს პოლიგონზე, სადაც მიმდინარეობს წვრთნები. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოგახსნებეთ, რომ სამინისტროს 3T-ს კონცეფციიდან გამომდინარე, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ტოტალური წვრთნაა, ჯარი მუდმივი წვრთნის რეჟიმში იმყოფება. 

თავდაცვის სამინსიტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ის სამინისტროს შესაბამის უწყებაში,” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. 

 

საინფორმაციო სააგენტო „INFO 9“-მ ვიდეო მასალა გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მძიმე ტექნიკის, ტანკების და სამხედრო მანქანების გადაადგილება სამტერდიაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დილით, 06:35 სთ-ზე შეინიშნებოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი