ახალი ამბები

ივანიშვილი: ბახუსი ჭირდება ამ სილამაზეს

27 აგვისტო, 2012 •
ივანიშვილი: ბახუსი ჭირდება ამ სილამაზეს

“რაჭა-ლეჩხუმის სილამაზის გაძლებას და სიტყვების პოვნას ბახუსი სჭირდება,” – განუცხადა რაჭა-ლეჩხუმში მყოფმა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილი შეკრებილ მხარდამჭერებს. 

 

ივანიშვილი ამბობს, რომ ძალიან უჭირს იმის გამო, რომ ორი დღეა ამ რეგიონს სტუმრობს.

 

“ძალიან მიჭირს ადამიანურად, ორი დღეა დავდივარ, გუშინ ლეჩხუმში და ლენტეხში ვიყავი, დღეს– რაჭაში. სიტყვები არ მყოფნის. ისეთი სილამაზეა, სუნთქვა გეკვრის ამ რეგიონებში, გინდა ყველას მოეფერო და ყალბი არ იყო. ამას გუშინ საღმოს მივხვდი, როდესაც ძალიან ძვირფას ოჯახში ვიყავი. ამდენ სილამაზეს რომ გაუძლო და სიტყვები გეყოს და წარმოთქვა, ამას მხოლოდ ქართული სუფრა და ბახუსი ჭირდება, რომელიც სითამამეს გმატებს. დღესაც იმავეს ვაპირებ, საღამოს ვაპირებ ბახუსი მოვახერხო, რომ როგორმე ეს ენერგია ამოვიღო. ვერ წარმოგიდგენიათ, რა სითბო და ენერგია მოდის თქვენგან. ლამის გავთავდე კაცი, თითქოს ისევ ბახუსში ვარ, ისე ვსაუბრობ, არადა არ დამილევია. აი, მგონი მოვედი პოლიტიკაში და პირველად მოვახერხე გახსნა ჩემს საყვარელ ხალხთან,”- ამბობს ივანიშვილი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი