ახალი ამბები

პარლამენტის მიმდებარე მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაიღუპა

24 აგვისტო, 2012 •
პარლამენტის მიმდებარე მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაიღუპა

ლევან სილაგავა მარტვილის რაიონიდან იყო. ოჯახის ახლობლების თქმით, მას ხარაჩოზე ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან ჩამოვარდა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ასევე არ დასტურდება “ფეისბუქში” გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მას ეპილეფსია სჭირდა. ახლობლების ინფორმაციით, სილაგავს ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობს და მისი დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობისა წელს კიდევ ერთი მუშა დაიღუპა. 7 ივნისს პარლამენტის ეზოში მშენებარე ობიექტის ნაწილის ნგრევას ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთის მკვიდრი 60 წლის რეზო ნებიერიძე ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი