“მე შემიძლია დავადასტურო, რომ, როგორც ჩანს, მას ფაქტები მიაწოდეს არასწორედ”, – აღნიშნა კუბლაშვილმა. მან საკუთარი მოსაზრების კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა.
პავლე კუბლაშვილს დღეს შეხვედრა ჰქონდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ნიკოლაი ვულჩანოვთან.
“ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა საარჩევნო კანონმდებლობაში პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაცანით მათ ის რეკომენდაციები, რაც თავის დროზე ეუთოს მიერ იქნა შემუშავებული და აისახა ჩვენს კანონმდებლობაში.
შეხვედრაზე მოსაზრებების დაფიქსირებისგან მათ თავი შეიკავეს. ბატონი ვულჩანოვი ძალიან კარგად იცნობს ჩვენი ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობას. მას ადრეც ჰქონია შეხება საქართველოს კანონმდებლობასთან. ყოველთვის საინტერესოა მათი მხრიდან კონკრეტული წინადადებების და რეკომენდაციების მოსმენა”, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ნიკოლაი ვულჩანოვს შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.