ახალი ამბები

ეუთოს რეაქცია სამხრეთ ოსეთში ქართული სოფლების დანგრევის გეგმაზე

23 აგვისტო, 2012 •
ეუთოს რეაქცია სამხრეთ ოსეთში ქართული სოფლების დანგრევის გეგმაზე

აღნიშნულ განცხადებას ეუთო (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) ავრცელებს.

“ასეთი გეგმები თუ განხორციელდა, მთლიანად გაანადგურებს სამხრეთ ოსეთში ეთნიკურად ქართული სოფლების ისედაც მცირეოდენ გადარჩენილ ნარჩენებს”, – განაცხადა მან. 

ვოლებეკი ამ განცხადებით გამოეხმაურა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის 14 აგვისტოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ისინი აპირებენ, გაანადგურონ სოფლები, რომლებშიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხოვრობდნენ ეთნიკური ქართველები.

“სახლები კვლავ ეკუთვნის ამ სოფლებში მცხოვრებლებს და ისინი არ უნდა დაინგრეს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას აქვს უფლება საკუთარ სახლებში დაბრუნების”, – განაცხადა  ვოლებეკმა.

ვოლებეკი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მმართველობას აფრთხილებს, რომ საერთაშორისო სამართალი კრძალავს რეპრესიებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და მათი ქონების წინააღმდეგ.

“თუ განხორციელდა ეთნიკური ქართული სოფლების განადგურება, ეს წარმოადგენს დანაშაულს საერთაშორისო სამართლის კანონების მიხედვით. ამიტომ მოვუწოდებ დე ფაქტო ხელმძღვანელობას და შესაბამის ორგანოებს, რომლებიც აკონტროლებენ აღნიშნულ ტერიტორიებს, პატივი სცენ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლებებს და შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები საერთაშორისო სამართლის თანახმად”, –  განაცხადა ვოლებეკმა და დასძინა, რომ ასეთი ნაბიჯი აუცილებლად წარმოადგენს დაბრკოლებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხში.

მასალების გადაბეჭდვის წესი