უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის ინფორმაციით, ხატია დეკანოიძე უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის თანამდებობას ტოვებს. როგორც ავაკოვი ფეისბუკზე წერს, გადადგომის შესახებ დეკანოიძემ განცხადებით მიმართა.

ხატია დეკანოიძემ ზემოხსენებულ თანამდებობაზე 1 წლის განმავლობაში იმუშავა.

ავაკოვი დეკანოიძეს ეფექტურ მენეჯერად აფასებს და ამბობს, რომ მის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, ხოლო სამომავლოდ წარმატებას უსურვებს.

დეკანოიძემდე უკრაინაში დაკავებული თანამდბეობა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დატოვა. იგი ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებაც განაცხადა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *