ახალი ამბები

ლევან ვეფხვაძე გიორგი ვაშაძეს დებატებში იწვევს

22 აგვისტო, 2012 • • 1250
ლევან ვეფხვაძე გიორგი ვაშაძეს დებატებში იწვევს

“მე მაქვს ინფორმაცია, რომ ტელევიზიებმა ისანში ჩემს კონკურენტს გიორგი ვაშაძეს შესთავაზეს ჩემთან ტელედებატები. ეს ადამიანი კი იკავებს თავს დებატებში მონაწილეობისაგან. ამიტომ მოვუწოდებ, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ძალიან ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ის მზად არის დებატებში მონაწილეობაზე, დაჯდეს ბატონი ვაშაძე ჩემთან დებატებში და ვისაუბროთ იმაზე, რატომ არის, როდესაც ეს ადამიანი იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ათასობით ოჯახი, რომლებსაც საკუთრებაში არ აქვთ დაკანონებული ფართები, სახლები, რის შედეგადაც ამ ადამიანებს ვერ შეყავთ გაზი, დენი, წყალი და ეუბნებიან, გადაიხადეთ უზარმაზარი თანხები,  ეს ყველაფერი რომ გქონდეთ. იმიტომ, რომ საკუთრებაში არ აქვთ. ან როგორ აღმოჩნდა, რომ მისი სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელობის დროს ჩვენს საარჩევნო სიაში ჯერ კიდევ აღმოჩნდა 30 000 მკვდარი სული, რომელიც კაციტაძის კომისიამ ამოაგდო.  

ამიტომ ძალიან ბევრია სადებატო და იმედი მაქვს, რომ ამ ჩემს შეთავაზებს “ნაციონალური მოძრაობა” გამოეხმაურება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ქდმ–ს წევრმა ლევან ვეფხვაძემ პრაიმ–თაიმის პრესსკლუბში გამართულ პრესსკონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი