ახალი ამბები

მოლდოვაში პრორუსმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გაიმარჯვა არჩევნებში

14 ნოემბერი, 2016 •
მოლდოვაში პრორუსმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გაიმარჯვა არჩევნებში

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსმა კანდიდატმა გაიმარჯვა. “სოციალისტების” კანდიდატმა იგორ დოდონმა ხმების 54% მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც გუშინ, 13 ნოემბერს გაიმართა. მისმა კონკურენტმა, პროევროპელმა კანდიდატმა მაია სანდუმ კი – 45%-მდე.

სოციალისტების ლიდერი აპირებს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას, მოლდოვური პროდუქციის დაბრუნებას რუსეთის ბაზარზე. სანდუს პროგრამა კი, პირიქით, ითვალისწინებდა რუმინეთთან და უკრაინასთან ურთიერთობის გამყარებას, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აშშ-თან.

იგორ დოდონი. ფოტო: DUMITRU DORU/EPA. 14.11.2016

იგორ დოდონი. ფოტო: DUMITRU DORU/EPA. 14.11.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი