ახალი ამბებისამართალი

მტკვარში ნაპოვნი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

13 ნოემბერი, 2016 • 1594
მტკვარში ნაპოვნი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ  11 ნოემბერს მტკვარში ნაპოვნი მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 2 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები მომხდარიდან მეორე დღეს რუსთავში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებული ახალგაზრდა მოკლეს. ერთ-ერთმა გარდაცვლილს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი მდინარე მტკვარში ჩააგდო და მიიმალა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში ერთ-ერთი ბრალდებულის, მამუკა ყ.-ს ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 11 ნოემბერს, მკვლელობის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა რუსთავში, ხოლო აკაკი ზ.-ს ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულმა დანაშაული აფექტის მდომარეობაში მყოფმა ჩაიდინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი