ახალი ამბები

ილია II დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

12 ნოემბერი, 2016 • 1504
ილია II დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქი ილია II დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

“თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას. ჩვენს რთულ დროს ეს ფრიად საპატიო, მაგრამ მძიმე ტვირთი უფლის განგებით დღეს თქვენ დაგეკისრათ. ინებოს ღმერთმა, თქვენი მსახურება იყოს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმამტკიცებელი, სამართლიანობის აღმდგენი და შემდგომი წარმატებების მომტანი როგორც თქვენი ქვეყნის, ისე მსოფლიოსათვის, მათ შორის საქართველოსთვის”, – წერს პატრიარქი დონალდ ტრამპს. პატრიარქის ეს წერილი საპატრიარქოს ვებ-საიტმა დღეს, 12 ნოემბერს გაავრცელა.

8-9 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების 58-ე საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა “დემოკრატი” ჰილარი კლინტონი დაამარცხა. ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი იქნება.

ილია II. ფოტო: საპატრიარქოს ვებ-გვერდი

ილია II. ფოტო: საპატრიარქოს ვებ-გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი