ახალი ამბები

“ქართული ოცნების” მომდევნო აქციები რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში შედგება

19 აგვისტო, 2012 • 929
“ქართული ოცნების” მომდევნო  აქციები რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში შედგება

მანამდე ივანიშვილმა აქციაზე შეკრებილებს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური წარუდგინა, რომელიც დაახასიათა, როგორც კოალიციის ყველაზე სტაჟიანი პოლიტიკოსი.

 

“პატარა-პატარა პრობლემები ჩვენს კოალიციაში აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ არ არსებობს კოალიციის რომელიმე წევრი, ვისაც რაიმე პრობლემა აქვს ზვიად ძიძიგურთან,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კოალიცია “ქართული ოცნების” აქცია დღეს რუსთავში გაიმართა. მანამდე ასეთივე აქციები კოალიციამ გამართა თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მცხეთაში, ბათუმში.

მასალების გადაბეჭდვის წესი