ახალი ამბები

ქართული ოცნების აქციასთან დაკავშირებით ქვემო ქართლიდან ტრანსპორტი არ მოძრაობს

19 აგვისტო, 2012 •
ქართული ოცნების აქციასთან დაკავშირებით ქვემო ქართლიდან ტრანსპორტი არ მოძრაობს

“გუშინვე გავაფრთილეთ მძღოლები ამის შესახებ,” – ამბობს სადგურის თანამშრომელი ზაგრო გიგაური.

ამ დროისთვის სადგურის ტერიტორიაზე 20 -მდე ადამიანია შეკრებილი იმის მოლოდინში, რომ ტაქსით მაინც ჩააღწევს თბილისამდე.

“ჩემს მეგობარს უნდა დავხვედროდი აეროპორტში, ახლა არ ვიცი, რა ვქნა, საქართველოში პირველად ჩამოდის და როგორ ავუხსნა ამ ვითარების შესახებ. ვფიქრობ, ვერ გაიგებს, რომ ოპოზიციის აქციის გამო ხელისუფლებამ ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა,”- ამბობს მგზავრი სალომე აფციაური.

თეთრიწყაროდან თბილისის მიმართულებით არც ტაქსი და არც მანქანები არ მოძრაობენ.

“რამდენი თავი მაქვს, მერიის თანამშრომელმა მირჩია, არ გარისკო, რამეზე მოგედავიებიან და დაგაჯარიმებენო. შარშანაც ასე იყო, თბილისის შესასავლელთან გაგვაჩერეს და სათითაოდ დაგვკითხეს, რა მიზნით ჩავდიოდით თბილისში. არ მიღირს ჩასვლა,”- ამბობს ტაქსის მძღოლი.

როგორც სადგურის თანამშრომელი აცხადებს, როგორც თეთრიწყაროში, ასევე ქვემო ქართლის სხვა რაიონებში მოძრაობა “ქართული ოცნების” აქციის შემდეგ აღდგება.

კოალიცია “ქართული ოცნების” აქცია რუსთავში დღეს, 19.00 საათზეა დაგეგმილი. ეს კოალიციის წინასაარჩევნო აქციაა. მანამდე “ქართულმა ოცნებამ” მსგავსი აქციები  უკვე გამართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

მასალების გადაბეჭდვის წესი