დღეს, 19 აგვისტოს რუსთავში დაგეგმილ აქციაზე, ქვემო ქართლის “ქართული ოცნების” მხარდამჭერების გარდა, მოქალაქეები საჩხერიდან, მცხეთიდან და თბილისიდან ჩავიდნენ.
აქციაზე, რომელიც დღეს საღამოს, 19 საათზე უნდა დაიწყოს, ერთი საათით ადრე დაახლოებით 2000-მდე მოქალაქეა შეკრებილი.
აქციის გასამართად “ქართულ ოცნებას” სცენა და პირდაპირი ტრანსლირებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა მზად აქვს.
როგორც კოალიციაში ამბობენ, რუსთავში დაგეგმილი აქცია მასშტაბური არ იქნება.
„რუსთავში 19 საათზე დაგეგმილ აქციას ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაესწრებიან. ისინი ჩამოვლენ ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებიდან. რუსთავის აქციაზე არ ველოდებით ხალხის დიდ მასას. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას დაახლოებით 3 ათასი კაცი დაესწრება,”- ამბობს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავში ზვიად ძიძიგური.