გარი კასპაროვი Pussy Riot-ის წევრების მხარდასაჭერად სასამათლოს წინ შეკრებილ ადამიანებს შორის იყო, როდესაც ის რუსეთის პოლიციამ უახლოეს ფურგონამდე ძალის გამოყენებით მიიყვანა. კასპაროვი მათგან მისი დაკავების მიზეზის განმარტებას ითხოვდა.
კასპაროვის გარდა, რუსეთის პოლიციის თანამშრომლებმა კიდევ რამდენიმე მხარდამჭერი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ Pussy Riot-ის წევრებს სასამართლომ გუშინ 2– წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯგუფის წევრები სასამართლომ ხულიგნობის მუხლით გაასამართლა.
ჯგუფის წევრების ადვოკატის, ნიკოლაი პოლოზოვის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანა. “ჯგუფის წევრები განაჩენს გაასაჩივრებენ, თუმცა პრეზიდენტი პუტინისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებენ” – განაცხადა პოლოზოვმა.