“ჩვენ იმ პროექტში არ მივიღებთ მონაწილეობას, რასაც აქუბარდია თავისი ტელევიზიის მეშვეობით ახორციელებს. ყველას მოეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის წინასაარჩევნოდ უფასო პოლიტიკური რეკლამა, თუმცა ამაზე უარს ვაცხადებთ. ამის მიზეზი არის ის, რომ აქუბარდია არღვევს ჟურნალისტური ეთიკის ყოველგვარ ნორმებს, ის გადაქცეულია ივანიშვილის პიარაგენტად”, – განაცხადა კახა ძაგანიამ.
ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, ტელევიზიას მხოლოდ იმ რეკლამის გაშვება ევალება, რომელსაც პოლიტიკური სუბიექტები მიიტანენ:
“თუ არ მოიტანენ რეკლამას, ბუნებრივია, არ გავა. დებატებშიც დავპატიჟეთ ოფიციალურად, წერილობით, ეს არის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით გაკეთებული საარჩევნო დებატები, თუ არ უნდათ, ნუ მოვლენ, ძალით ვერც დებატებში მოვიყვანთ და ვერც რეკლამას მოვატანინებთ”, – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.