ახალი ამბები

უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობებს და სახელმწიფო დაწესებულებებს

18 აგვისტო, 2012 • 935
უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობებს და სახელმწიფო დაწესებულებებს
კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებში მმართველი პარტიის სააგიტაციო პლაკატები და საარჩევნო ნომერი იყო განთავსებული.
 
“მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო აგიტაციის მიზნით გამოყენებას, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა და  2 000 ლარის ოდენობით ფინანსურ სანქციას ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას აძლევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და სახელმწიფო დაწესებულებებს:

• დროულად მოახდინონ თავიანთი თანამშრომლების ინფორმირება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო დაწესებულებების ოფისებში პარტიული სიმბოლიკის განთავსება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.

• პროაქტიულად მოახდინონ შემოწმება, აქვს თუ არა მათ დაქვემდებარებულ უწყებებში ასეთ ფაქტებს ადგილი და კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, აღკვეთონ მსგავსი პრაქტიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი