სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, კანონით დადგენილი ზღვარის გადაჭარბებით მიღებულმა თანხამ 123,858 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხა კოალიციამ შემომწირველ პირებს 5 დღის ვადაში უკან უნდა დაუბრუნოს.
კოალიციის წევრებს იმ პირების სია და მონაცემებიც გაეგზავნათ, რომელთა მიერ შეწირული თანხების შემდეგ დაფიქსირდა ლიმიტის გადაცილება:
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ერთი წყაროდან (ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან ან მათთან დაკავშირებული პირებისაგან), მაშინ მათ მიერ ერთი პარტიის საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს. ამასთანავე, თითოეულის მიერ განხორციელებული შემოწირულებების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.
ამ მუხლით გათვალისწინებული ზღვრების დარღვევასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გაერთიანებებსა და შემომწირველებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, თუ მათთვის ცნობილი არ იყო შესაბამისი ნორმის დარღვევის შესახებ. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია განსაზღვროს არანაკლებ 5 დღის ვადა შესაბამისი დარღვევის აღმოსაფხვრელად”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.