ახალი ამბები

რუსეთის ეკლესია ხელისუფლებას Pussy Riot -ის წევრების შეწყალებას სთხოვს

17 აგვისტო, 2012 • 1029
რუსეთის ეკლესია ხელისუფლებას Pussy Riot -ის წევრების შეწყალებას სთხოვს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ხელისუფლებისგან “სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში Pussy Riot-ის წევრების შეწყალებას სთხოვს. 

 

ამის შესახებ ნათქვამია ეკლესიის უმაღლესი საბჭოს, სინოდის განცხადებაში, რომელიც ჯგუფის წევრთა გასამართლების შემდეგ გამოქვეყნდა.

 

“ეკლესია მადლობელია იმათი, ვინც მას მხარი დაუჭირა, და მომხდარის გამო პროტესტი გამოთქვა. თუმცა ჩვენ მივიჩნევთ, რომ დაკავებულების მიმართ მოწყალების გამოხატვა ბუნებრივია, როგორც ეკლესიის, ასევე მის გარეთ მყოფთა მხრიდან. ღმერთი ყოველთვის ეძებს ხსნას ცოდვილებისთვის,”- ნათქვამია სინოდის განცხადებაში.

 

განცხადების სრული ვერსია

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 აგვისტოს Pussy Riot -ის წევრებს, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, საერთო რეჟიმის კოლონიაში 2 –წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. ჯგუფის წევრები სასამართლომ ხულიგნობის მუხლით გაასამართლა.

 

როგორც ჯგუფის წევრების ადვოკატი, ნიკოლაი პოლოზოვი ამბობს, რუსეთის ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი