ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” სიების დაზუსტების კომისიას კარდაკარის მონაცემები გადასცა

17 აგვისტო, 2012 •
“ქართულმა ოცნებამ” სიების დაზუსტების კომისიას კარდაკარის მონაცემები გადასცა

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში შესული მონაცემები შავ, სამუშაო მასალას წარმოადგენს, რისი ძირითადი ნაწილი მოქალაქეების მიერ შევსებული განცხადებებია.

“ქართული ოცნების” მიერ შემოტანილი მონაცემები არ არის ჩვენ მიერ დაზუსტებულ სიებთან შედარებული მონაცემები. თუკი აღმოჩნდება, რომ ჩვენ მიერ შესწორებული სიისგან განსხვავებული მომენტები არის ამ სიაში, მათ აუცილებლად ავსახავთ საბოლოო სიაში. გვაქვს ვალდებულება, მივიღოთ და გადავამოწმოთ ეს მონაცემები.

1 სექტემბრამდე კომისია იმსჯელებს, როგორ მოხდეს გადამოწმება, რაც გულისხმობას მონაცემთა ბაზასთან შედარებას. 15 სექტებრამდე კი კომისია არა მხოლოდ პარტიული კარადკარების მონაცემებზე, არამედ თითოეული მოქალაქის განცხადებაზე მოახდენს რეაგირებას,“ – განაცხადა კომისიის მდივანმა ბადრი ნიაურმა.

კოალიცია “ქართული ოცნების” თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ხელმძღვანელობდა “ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო სიის გადამოწმებას, უარყოფითად შეაფასა ის ფაქტი, რომ მათ არ მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ მათი სია შეედარებინათ სახელმწიფო კომისიის სიისთვის.

“ჩვენ ცესკოდან აგვისტოს დასაწყისში გამოვითხოვეთ, მოეწოდებინათ ოლქებად და უბნებად დაყოფილი საარჩევნო სიები, რათა მოგვეხდინა შედარება ჩვენი და კომისიის სიებისა, თუმცა ცესკომ აღნიშნული სიების გადმოცემაზე უარი გვითხრა. ისინი მხოლოდ საოლქო სიების გადმოცემას დაგვპირდნენ, რაც ართულებს სიების ერთმანეთთან შედარებას. ჩვენ გვსურს, გადმოგვცენ საუბნო სიები, რაც არ მოხერხდა. 17 აგვისტოს სახელმწიფო კომისიას საარჩევნო სიებში აღმოჩენილი უსწორობების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია გადავეცით. ამ დოკუმენტაციის გადაცემის შემდეგ სიების გადამოწმების სახელმწიფო კომისიას ექნება 2 დღის ვადა, რომ აღმოჩენილი უსწორობები სიაში შესწორებულ იქნას”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი