ახალი ამბები

2–წლიანი პატიმრობა Pussy Riot -ის წევრებს

17 აგვისტო, 2012 • 1163
2–წლიანი პატიმრობა Pussy Riot -ის წევრებს

Pussy Riot -ის წევრებს, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, საერთო რეჟიმის კოლონიაში 2– წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. ჯგუფის წევრები სასამართლომ ხულიგნობის მუხლით გაასამართლა.

 

როგორც ჯგუფის წევრების ადვოკატი, ნიკოლაი პოლოზოვი ამბობს, რუსეთის ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანა.

 

როგორც ბი-ბი-სის რუსეთის კორესპონდენტი წერს, ამ წუთებში სასამართლოს შენობასთან ათასამდე მოქალაქეა შეკრებილი. “ისინი არ აპირებენ დაშლას და ყვირიან “– თავისუფლება Pussy Riot-ს.” პოლიცია კი სათითაოდ ყველას აკავებს.”

 


მასალების გადაბეჭდვის წესი