ახალი ამბები

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი 45 000 ფუნტით დააჯარიმეს

17 აგვისტო, 2012 •
“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი 45 000 ფუნტით დააჯარიმეს

 

“სქაინიუსის” ცნობით, “დამოუკიდებელმა რეგულაციის კომისიამ” ის დამნაშავედ არასწორი ქცევისთვის ცნო, რომელიც მის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ კომენტართანაა კავშირში.


“ფეხბურთის ასოციაციის” განცხადებაში ნათქვამია: “კომისიამ აღმოაჩინა, რომ ფერდინანდის კომენტარი შეიცავდა გარკვეული ტიპის მითითებას ეთნიკური წარმოშობის, ფერისა და რასის მიხედვითაც.”


ფერდინანდი 45 000 ფუნტით დააჯარიმეს და გააფრთხილეს, რომ სამომავლოდ მსგავს ფაქტს ადგილი აღარ ჰქონდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი