ახალი ამბები

თინათინ ხიდაშელმა გამგებლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

17 აგვისტო, 2012 • 1018
თინათინ ხიდაშელმა გამგებლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა
როგორც თინათინ ხიდაშელის პრესსამსახურში აცხადებენ, დღეს კოალიციის კანდიდატი შეხვედრებს სოფელ მუღალოსა და ქეშალის მოსახლეობასთან მართავდა.
 
 
“შეხვედრაზე გამგებლის დისშვილები მივიდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს.  გამგებლის დისშვილებმა “თვითმარქვია” “ინფო 9″– ის წარმომადგენლებთან ჩხუბიც ატეხეს, რადგან “ნამდვილი” სააგენტოს წარმომადგენლები ეგონათ. მათ ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცჰყოფა მიაყენეს. ხიდაშელმა საჩივარი გამგებლის წინააღმდეგ კამპანიაში ხელის შეშლის ბრალდებით შეიტანა. 

კანდიდატი თბილისში დაბრუნების შემდეგ განცხადებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უწყებათშორის კომისიაშიც შეიტანს,”- ნათქვამია განცხადებაში.



მასალების გადაბეჭდვის წესი