“ჩვენი ინფორმაციით, გურჯაანში სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ჩვენი წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდული ფრთიდან, იყვნენ შეკრებილი გურჯაანში იმასთან დაკავშირებით, რომ სტიქიით დაზარალებულებმა ვერ მიიღეს სათანადო კომნეპსაცია. ამ დროს მოსულა ერთი ქალბატონი, რომელიც ტიროდა და ამბობდა, რომ ქვეყანაში სამართალს ვერ მიაღწია. ჩვენი ხალხი ეცადა, რომ მასთან ერთად შესულიყო გამგეობაში, მაგრამ როგორც კი შევიდნენ შენობაში, გამგეობის თანამშრომლებს და ჩვენს მომხრეებს შორის მოხდა შელაპარაკება. გამგეობის თანამშრომლების მხრიდან იყო ტრადიციული შეურაცხმყოფელი შეძახილები, რასაც მეორე მხრიდანაც მოყვა რეაქცია”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.