ახალი ამბები

ივანიშვილი: ზვიადის შემდეგ ჩვენი სახით მეორე პატრიოტული ხელისუფლება მოვა

15 აგვისტო, 2012 • • 1364
ივანიშვილი: ზვიადის შემდეგ ჩვენი სახით მეორე პატრიოტული ხელისუფლება მოვა

მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას შემდეგ მათი სახით მეორე პატრიოტული ხელისუფლება მოვა:

“ჩვენ, ქართველებს, არ გვქონდა გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მართვის. შეცდომები და პრობლემები იწყებოდა ყოველთვის ჩვენგან, რომ ჩვენ ვერ ვაკეთებდით სწორ ანალიზს. რაც შეეხება აფხაზეთის დაბრუნებას და რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს, ზვიადის შემდეგ ჩვენი სახით მეორე ხელისუფლება მოვა პატრიოტული”, – განაცხადა ივანიშვილმა და აქვე დასძინა, რომ ტერიტორიების დაბრუნება გარკვეულ დროს მოითხოვს.

“ისეც არ არის, ილუზიას ნუ შეიქმნით, რომ მოვედით და ერთი ხელის გაქნევით ტერიტორიებს დავიბრუნებთ, პროცესი არის გაცილებით რთული. სააკაშვილმა უფრო მეტად გაართულა სიტუაცია ამ მხრივ, იმის ნაცვლად, რომ წინ წასულიყო და სწორი ქცევებით სააკაშვილის დროს შესაძლებელიც კი იქნებოდა ამ ტერიტორიების დაბრუნება”, – აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.

ივანიშვილი ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის აუცილებლობისა და რუსეთთან სამომავლო ურთიერთობის საკითხებსაც შეეხო.  

“სწორ ურთიერთობას ავაწყობ რუსეთთან, ჩვენ შევწყვეტთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს და არადიპლომატიურ განცხადებებს. ჩვენი გზა, ჩვენი ბედი არის ევროატლანტიკური სივრცე. თუ ვნახეთ უკეთესი, მხოლოდ ამ შემთხვევაზე ვიტყვით უარს. ახლა უკეთესი არ არსებობს. ჩვენ აუცილებლად ევროპელები უნდა გავხდეთ და ნატოში გავწევრიანდეთ იმიტომ, რომ უკეთესი თავდაცვა არ არსებობს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი