ინგა გრიგოლია- გლდანში, მაგდა ანიკაშვილი- სამგორში, ლევან ვეფხვაძე -ისანში, ზაზა გაბუნია- კრწანისის რაიონში, ჯაბა სამუშია- ნაძალადევში, სამგზის ოპლიმპიური ჩემპიონი კარატეში, საქართველოს კარატე-დოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, კახა ბასილია- ჩუღურეთის რაიონში, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ფერია ანთაძე- მთაწმინდის რაიონში და ოლიმპიური ჩემპიონი ჭადრაკში ნინო გურიელი- ვაკის რაიონში. კანდიდატები დღეს, 14 აგვისტოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ საზოგადოებას წარუდგინა.
მისივე თქმით, ქრისტიან-დემოკრატებს ჯერჯერობით არ ჰყავთ მაჟორიტარობის კანდიდატები დიდუბისა და საბურთალოს რაიონში იმის გამო, რომ აღნიშნულ რაიონებში კანდიდატების შერჩევა ამ დრომდე ვერ მოახერხეს. ერთ-ერთი მიზეზი კი, თარგამაძის განამარტებით, შიდა პარტიული კონკურენციაა.
ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი ვაკის რაიონში, ნინო გურიელი ამბობს, რომ მისი ყველაზე სერიოზული კონკურენტები ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი კარბელაშვილი და კოალიცია “ქართული ოცნებიდან” შალვა შავგულიძე არიან.
“ბრძოლა ძალიან სერიოზული იქნება. მაგრამ მე ჩემსას არ დავაკლებ იმ რაიონში, სადაც დავიბადე და გავიზარდე,” – ამბობს ის.