
საუკეთესო შედეგი ოლიმპიურ თამაშებში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა აჩვენეს, აშშ–მ ჯამში 104, მათ შორის 64 ოქროს მედალი მოიპოვა.
მეორე ადგილზე ჩინეთი გავიდა 87 მედლით, მესამე ადგილი კი რუსეთმა დაიკავა (82 მედალი).
ოლიმპიური თამაშების მასპინძელს, დიდ ბრიტანეთს წილად 65 მედალი ხვდა.
საქართველომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და სამი ბრიჯნაპოს მედლით დაასრულა.
დახურვის ცერემონიაზე მოყურებლის წინაშე უამრავი ვარსკვლავი წარდგა, მათ შორის მომღერლები ჯორჯ მაიკლი და ანი ლენოქსი, ჯგუფ Queen-ის და Pink Floyd-ის წევრები. თუმცა ყველაზე დიდი ყურადღების ცენტრში ჯგუფი Spice Girls-ი აღმოჩნდა. წლების შემდეგ ჯგუფი კვლავ გაერთიანდა, მომღერლებმა ორი სიმღერა შესრულეს Spice Girls–ის რეპერტუარიდან.
ოლიმპიური თამაშები ჯგუფმა Who დახურა სიმღერით My Generation.




