ახალი ამბები

ჩინეთისა და საქართველოს მოქალაქეები პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს

6 ნოემბერი, 2016 • 1355
ჩინეთისა და საქართველოს მოქალაქეები პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს

დღეს, 6 ნოემბერს, სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე სასტუმროს, ბარებისა და ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორები პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს, მათ შორის 1 საქართველოს, ხოლო 2 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეა.

“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მდებარე სასტუმროს, ბარებისა და ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორები: 1975 წელს დაბადებული ა.ნ., 1967 წელს დაბადებული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე ი.ვ. და 1958 წელს დაბადებული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე გ.ვ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს,” – ნათქვამია შსს–ის განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.

შსს–ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს. უწყების ცნობით, გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით, მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი