ახალი ამბები

ზვარეში მუშები პროტესტს აგრძელებენ – მათი მოთხოვნები უცვლელია

5 ნოემბერი, 2016 • 2216
ზვარეში მუშები პროტესტს აგრძელებენ – მათი მოთხოვნები უცვლელია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების პროტესტი მესამე დღეა გრძელდება. დღეს ზვარეში მუშებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სტუდენტები და აქტივისტები შეუერთდნენ სოლიდარობის ნიშნად. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ითხოვენ, კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა” დატოვოს ობიექტი (მშენებარე რკინიგზა). თუკი ადმინისტრაცია მუშაობას არ შეწყვეტს, დასაქმებულები მუშაობის გაგრძელებენ არ აპირებენ.

ზვარელი მუშების მოთხოვნები. 05.11.2016. ფოტო: გიორგი არიშვილი

ზვარელი მუშების მოთხოვნები. 05.11.2016. ფოტო: გიორგი არიშვილი

ზვარეში კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა, სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს. აქ დასაქმებული მუშები მძიმე სამუშაო პირობებს დიდი ხნის განმავლობაში უჩიოდნენ და აგვისტოში გაიფიცნენ კიდეც. მათი გაფიცვა გაფიცვა 15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 4 სექტემბერს დასრულდა. როგორც ერთ-ერთი მუშა, მინდია ოკრიბელაშვილი ამბობს, გაფიცვის შემდეგ დამსაქმებლებისგან მუშები აგრესიას გრძნობდნენ.

2 ნოემბრის საღამოს და 3 ნოემბრის დილას ადგილობრივ მოსახლეობასა და მუშებს კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ: მუშების ცნობით, კომპანიის წარმომადგენლებმა მათ საცემად არმატურა, დანები, ხის ჯოხები და ხორცის საკეპი ნაჯახები გამოიყენეს. მათი ცნობით, 7 ადამიანი ხაშურისა და ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. “რკინიგზის ბიუროს 23-ე ჯგუფი” მათ გათავისუფლებას მოითხოვს. გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა 3 ნოემბერს “ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს”. თავდაპირველად  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა ამჟამად საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და გამოძიება “ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე” მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით).

4 ნოემბერს მუშების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა ქალაქ თბილისშიც. მუშებისა და მათი მხარდამჭერების მოთხოვნები ასეთია:

  • დადგეს ადგილობრივი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი;
  • მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს “საქართველოს რკინიგზამ”, – ის ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ “საქართველოს რკინიგზის” ქვეკონტრაქტორია აღნიშნული კომპანია. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ზვარეში მომხდარი ინციდენტი “სხვა კომპანიის შიდა პროცესებია”, რომელზეც საქართველოს რკინიგზა ვერ გააკეთებს კომენტარს;
  • ანაზღაურდეს იძულებითი მოცდენა “საქართველოს რკინიგზის” მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად მუშები ობიექტზე არ მუშაობენ.

 


ზვარეში შეკრებილი მუშები, ადგილობრივი მცხოვრებლები, პროფკავშირების წარმომადგენლები და სტუდენტები. 05.11.2016. ფოტო: ერეკლე გოგოლაძე

ზვარეში შეკრებილი მუშები, ადგილობრივი მცხოვრებლები, პროფკავშირების წარმომადგენლები და სტუდენტები. 05.11.2016. ფოტო: ერეკლე გოგოლაძე

ზვარეში შეკრებილი მუშები, ადგილობრივი მცხოვრებლები, პროფკავშირების წარმომადგენლები და სტუდენტები. 05.11.2016. ფოტო: ერეკლე გოგოლაძე

ზვარეში შეკრებილი მუშები, ადგილობრივი მცხოვრებლები, პროფკავშირების წარმომადგენლები და სტუდენტები. 05.11.2016. ფოტო: ერეკლე გოგოლაძე

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

საპროტესტო აქცია/მსვლელობა ზვარელი მუშების მხარდასაჭერად თბილისში. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი