ახალი ამბები

ავარიის შედეგად საქართველოს უმეტეს რაიონებში დენის მიწოდება შეწყვეტილია

9 აგვისტო, 2012 •
ავარიის შედეგად საქართველოს უმეტეს რაიონებში დენის მიწოდება შეწყვეტილია

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის პრესცენტრის თანამშრომლის, ნინო ჯერენაშვილის თქმით, ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი ენერგოსისტემაში მომხდარი ავარიაა.


“ამ წუთებში სისტემაში სპეციალური სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობას დენის მიწოდება უახლოეს მომავალში აღუდგება,” – განაცხადა ნინო ჯერენაშვილმა.


მისი თქმით, ჯერ გაურკვეველია როგორც ავარიის მიზეზი, ასევე ისიც, თუ რომელ ქალაქებსა და რაიონებს აქვთ ამ წუთებში შეწყვეტილი ელექტროენერგიის  მიწოდება.

 

ერთ–ერთი ვერსიით, დენის მიწოდება კავკასიონის 5000– კილოვატიან ხაზზე შექმნილმა პრობლემამ, კერძოდ, მაღალმა ძაბვამ გამოიწვია. შუქის გათიშვის გამო თბილისში გაჩერებულია მეტროს მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი