ახალი ამბები

თბილისის მეტრო გაჩერებულია

9 აგვისტო, 2012 • 2664
თბილისის მეტრო გაჩერებულია

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამაზ რობაქიძე აცხადებს, მეტროს მოძრაობის შეფერხება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია:

 

“ამ წუთებში მეტრო მთლიანად გაჩერებულია. მეტროს გაჩერება თბილისში რამდენიმე წუთით დენის გამორთვამ და შემდეგ დაბალმა ძაბვამ გამოიწვია, ჯერჯერობით არ ვიცით, როდის აღდგება მეტროს მოძრაობა”, – განაცხადა თამაზ რობაქიძემ. მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ვაგონებში და გვირაბში ხალხი არ ჩარჩენილა:

 

“ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა წყაროები, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ მატარებელი მივიდეს სადგურამდე, ამიტომ ძაბვის ვარდნის გამო ხალხი გვირაბში და ვაგონში არ ჩარჩენილა”, – განაცხადა თამაზ რობაქიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი