ახალი ამბები

უგულავა ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან გადადგა

4 ნოემბერი, 2016 • 1228
უგულავა ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან გადადგა

“პარტიის თბილისის თავმჯდომარის თანამდებობიდან ჩემი გადადგომა შემდგარ ფაქტად მიიღეთ,”- წერს თბილისის ყოფილი მერი, “თბილსერვისჯგუფის” საქმეზე მსჯავრდებული გიგი უგულავა წერილში, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გამოაქვეყნა.

გიგი უგულავა ამ წერილში თანაპარტიელებს, მხარდამჭერებს მიმართავს და საპარლამენტო არჩევნებსა და პარტიის გადაწყვეტილებებს აფასებს.

“მე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვაპირებ გადავდგე, რათა მივცე შესაძლებლობა – თბილისის აქტივმა ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის. ერთი სიტყვით, პარტიის ყველა საკვანძო, არჩევით თანამდებობაზე უმდა ჩატარდეს არჩევნები. ეს არ და ვერ იქნება განხილული როგორც პოლიტდევნილებისა თუ პოლიტპატიმრების მიმართ ღალატი. ამას მე, როგორც ერთ-ერთი პოლიტპატიმარი, გეუბნებით. ჩვენი დევნილობა და პატიმრობა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეიძლება კიდევ დიდი ხანი გაგრძელდეს. მე ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული. პარტიას სჭირდება განვითარება და ის არ უნდა გახდეს ამჯერად ჩვენი პატიმრობის თუ დევნილობის მძევალი, სწორედ ეს უნდა ივანიშვილს,”- წერს გიგი უგულავა.

გიგი უგულავა სასამარლო დარბაზში. ფოტო: გიგი უგულავას ფეისბუკის გვერდიდან

გიგი უგულავა სასამარლო დარბაზში. ფოტო: გიგი უგულავას ფეისბუკის გვერდიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი