ახალი ამბები

Samsung–ი არასრულწლოვანთა დასაქმებაზე გამოძიებას იწყებს

9 აგვისტო, 2012 •
Samsung–ი არასრულწლოვანთა დასაქმებაზე გამოძიებას იწყებს

არასრულწლოვანთა დაქირავების შესახებ ცნობები Child Labor Watch (CLW)–მა გაავრცელა, მათ ამ საკითხზე გამოძიება ჩაატარეს.

CLW–ის განცხადებით, ჩინურ HEG Electronics–ში 7–დან 16 წლამდე ბავშვები მუშაობდნენ. გამოძიება ივნისსა და ივლისში ჩატარდა. თუმცა samsung-ში აცხადებდნენ, რომ ფაქტის გადამოწმების მიზნით ინსპექტირების სამუშაოები ჩატარდა და შედეგად კანონის ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

ამჟამად სამსუნგმა გადაწყვიტა, ინსპექციის ჩასატარებლად ჩინეთში ორი სპეციალური ჯგუფი გაგზავნოს, ისინი 9 აგვისტოს დეტალურ გამოძიებას დაიწყებენ და დარღვევის ნებისმიერი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო ზომებს მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი