“ცხვინვალში რუსეთის პრემიერ-მინისტრს აპლოდისმენტებით შეხვდნენ,” -ასეთ სათაურით აქვეყნებს სტატიას დღეს რუსული საინფორმაციო სააგენტო რია-ნოვოსტი.
სააგენტოს ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ მედვედევის ცხინვალში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გაცხადებულა, პრეზიდენტის სასახლესთან რუსეთის პრემიერთან შესახვედრად ასეულობით ადამიანი შეიკრიბა.
“როდესაც კორტეჟი გაჩერდა და მანქანიდან დიმიტრი მედვედევი გადმოვიდა, ცხინვალის მოსახლეობა მას აპლოდისმენტებით მიესალმა. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ლეონიდ თაბილოვი შენობის შესასვლელთან შეხვდა მედვედევს და სასახლეში შეიპატიჟა. იქამდე კი, სამხრეთ ოსეთის ტრადიციის შესაბამისად, მედვედევთან ნაციონალურ კოსტიუმებში გამოწყობილი გოგონები მივიდნენ და რუსული პურის ანალოგი, ოსური ღვეზელი და ლუდი შესთავაზეს. შემდეგ მედვედევი იმ გმირებს მიესალმა, რომლებიც ოთხი წლის წინ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, მოახლოებულ ქართულ ჯარებს აკავებდნენ,”- ნათქვამია გამოცემაში.
რუსეთის პრემიერ მინისტრი ცხინვალში 2008 წლის აგვისტოს ომიდან ოთხი წლისთავზე ჩავიდა.