ახალი ამბები

მოსკოვი ცხინვალისა და სოხუმის აღიარების პროცესის გაგრძელებაზე საუბრობს

8 აგვისტო, 2012 •
მოსკოვი ცხინვალისა და სოხუმის აღიარების პროცესის გაგრძელებაზე საუბრობს

რია ნოვოსტისთან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო შედგა, თუმცა  აღიარებს, რომ  “რუსეთი ახალგაზრდა სახელმწიფოს მართლაც უწევს ფინანსურ დახმარებას. რუსეთის გარეშე შეუძლებელია დაგროვილი პრობლემების გადაჭრა, პირველ რიგში კი, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და თბილისის მხრიდან სამხედრო თავდასხმის აცილება.” 

 

“ის აკონტროლებს საკუთარ ტერიტორიას, ავითარებს ნაციონალურ ეკონომიკას, ზრუნავს ქვეყნის კულტურის განვითარებასა და განათლებაზე. ფორმირდება სამოქალაქო საზოგადოება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. რუსეთი ახალგაზრდა სახელმწიფოს მართლაც უწევს მატერიალურ დახმარებას. რუსეთის გარეშე შეუძლებელია დაგროვილი პრობლემების გადაჭრა, პირველ რიგში კი, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და თბილისის მხრიდან სამხედრო თავდასხმის აცილება,”- ამბობს ის. 

 

კარასინი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე, რომ მსოფლიოში აღარ არის ქვეყანა, რომელიც აპირებს აღიაროს ცხინვალი და სოხუმი, პასუხობს, რომ ყველაზე დიდი აღიარება უკვე შედგა და ეს რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებაა. 

 

“მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებასთან ერთად, საერთაშორისო ფორუმებზე ბლოკადა მოიხსნება და სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყნებს აღიარებენ, როგორც თანასწორ და დამოუკიდებელ პარტნიორებს,”- აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების წარმომადგენელი. 

 

გრიგორი კარასინთან ინტერვიუს ვრცელი ვერსია ნახეთ აქ. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი