როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საფრანგეთის პრეზიდენტი პუტინს 16 მარტს დაგეგმილი რეფერენდუმის შესახებაც ესაუბრა და განუცხადა, რომ რეფერენდუმის მზადების პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს და გარდა ამისა, მის ჩატარებას არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი.
ოლანდი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია არ დაუშვას, რაც, მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიუღებელია.
განცხადებაში ასევე წერია, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და თავისი შეიარაღებული ძალები ყირიმიდან კრიზისის დაწყებამდე პოზიციაში დააბრუნოს.
საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის უკრაინის საკითხებზე სატელეფონო საუბარი 12 მარტს შედგა.






