თამაზ რობაქიძის განცხადებით, მეტროს მოძრაობა სადგურის მოედნიდან მეტრო ახმეტელის მიმართულებით ძაბვის ვარდნის გამო დროებით შეჩერებული იყო:
“მოძრაობა დაახლოებით 10 წუთით შეჩერდა სადგურის მოედნიდან ახმეტელის მიმართულებით, დანარჩენი ხაზები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, ამჟამად პრობლემა აღმოფხვრილია და მეტროპოლიტენი აგრძელებს მუშაობას”, – განაცხადა თამაზ რობაქიძემ.