“მე პრეზიდენტს ხელზე ვემთხვიე პატარა ქვეყნის მხრიდან დიდი ქვეყნის აღიარების მიზნით”, – იღუმენი მეფოდიას ეს ციტატა მოგვიანებით მონასტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა გაახმიანა. მისი თქმით, იღუმენი განმარტავს, რომ მართლმადიდებლობაში ხელზე კოცნა თავმდაბლობის გამოხატულებაა:
“მეფოდია წარმოშობით მაკედონიიდანაა და მის ამ ქმედებაში დიდი აზრი იყო ჩადებული, ეს გამოხატავდა მაკედონიის ხალხის პატივისცემას რუსი ხალხის მიმართ”, – განაცხადა მონასტრის პრესმდივანმა.
ფაქტის ამსახველმა ვიდეომ გავრცელებისთანავე დისკუსია გმაოიწვია. ვიდეოზე ჩანს, როგორ ესალმება ვალაამის კუნძულზე, მონასტერში ჩასული ვლადიმერ პუტინი სასულიერო პირებს, რომელთაგან ერთ–ერთი, იღუმენი მეფოდია მას ხელზე ემთხვია.

![იღუმენი პუტინს ხელზე ემთხვია [VIDEO] იღუმენი პუტინს ხელზე ემთხვია [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/11/cms-image-000008773.jpg)



