სასამართლოში სახელმიწიფო მბრალდებელმა Pussy Riot -ის წევრებისთვის, რომლებმაც “ღვთისმშობელო, პუტინი განდევნე” იმღერეს, მოსამართლისგან საერთო რეჟიმის კოლონიაში სამი წლის ვადით თავისუფლების აღკევეთა მოითხოვა, – წერს ბი-ბი-სი
პროკურორმა ნიკიფოროვმა თავის გამოსვლაში განმარტა, რომ ჯგუფის წევრების, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას, მარია ალიოხინასა და ეკატერინა სამუცევიჩის აქცია ტაძარში 21 თებერვალს იყო პოლიტიკური პროტესტი რუსეთის პატრიარქის, კირილის მიერ ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერის გამო და მართლმადიდებელი მრევლის შეურაცხყოფას ის მიზნად არ ისახავდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 213 -ე მუხლი, რომლითაც ჯგუფის წევრებს ასამართლებენ, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურორმა ამ ვადის 3 წლამდე შემცირება იმის გათვალისწინებით მოითხოვა, რომ დაკავებულებს დადებითი დახასიათება აქვთ და ორ მათგანს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.