ახალი ამბები

ივანიშვილი: დამაბრალეს, რომ თითქოს საბჭოთა კავშირი მენატრება

5 აგვისტო, 2012 •
ივანიშვილი: დამაბრალეს, რომ თითქოს საბჭოთა კავშირი მენატრება

ივანიშვილის თქმით, მას დააბრალეს, რომ თითქოს საბჭოთა კავშირი ენატრება:

 

“ტყუილი, თვალთმაქცობა და ფარისველობა იყო საბჭოთა იდეოლოგია… სააკაშვილის ნაციონალური მთავრობა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მის წინამორბედ საბჭოთა ხელისუფლებას… ჩემი წარმატება კი სწორედ იმან განაპირობა, რომ საბჭოეთს მოეღო ბოლო”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლებას შეეძლო, სააკაშვილის მსგავსად, ეთქვა საჯაროდ, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

 

“ეს ხელისფლება იმაშიც მდებს ბრალს, თითქოს მე რუსეთის შემოყვანა მინდა, მაგრამ სწორედ ამ ხელისფლებამ, თავისი უგუნური პოლიტიკით, შემოიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე და ამას მოწმობს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, მისი გუნდი დაასრულებს საქართველოში საბჭოეთის, ტყუილის ეპოქას:

 

“მოემზადეთ, საქართველოში პატიოსნების დრო მოდის”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი