ერას მოედანზე, სადაც ბათუმის მერიამ კოალიცია “ქართულ ოცნებას” უარი უთხრა 5 აგვისტოს აქციის გამართვაზე, კონცერტისთვის ქედის რაიონის მერისის სასულე ორკესტრი ემზადება.
18 მუსიკისოსიგან შემდგარი ჯგუფი ამ წუთებში ინსტრუმენტებით დატვირთულ მანქანას ელოდება, უკვე დასრულებულია სცენის მონტაჟი.
მაშინ, როდესაც ბათუმის მერიამ „ქართულ ოცნებას“ უარი უთხრა ერას მოედანზე აქციის გამართვაზე, ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია, რომ ბათუმში ამ დღისთვის იგეგმებოდა საზღვარგარეთიდან პოპ-ვარსკლავის ჩამოყვანა. აქამდე ბათუმის მერია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „ბათუმელებთან“ არ აკონკრეტებდნენ ინფორმაციას, თუ ვისი კონცერტი იგეგმებოდა.
ანსამბლ „მერისის” საკონცერტო პროგრამა საათნახევარს გაგრძელდება. როგორც ამ ანსამბლის წევრი შოთა კალანდაძე აცხადებს, ეს ლევან ვარშალომიძის დავალებაა, რომ ზაფხულის პერიოდში, საღამოობით ან ერას მოედანზე, ან კოლონადებთან დაუკრან ყოველ პარასკევსა და შაბათ-კვირას:
“საკონცერტო პროგრამაშია ფოქსტროტი და ტანგო და ვალსი, რაც ბულვარს შეფერება”, – აცხადებს მუსიკოსი.