ივანიშვილმა მოსახლეობას და თავის მხარდამჭერებს შუამთობის დღესასწაული მიულოცა. მას თან ახლავს „ქართული ოცნების” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურმან დუმბაძე, რეჟისორი ქეთი დოლიძე და „ქართული ოცნების” სხვა წევრები.
ბეშუმში მიმდინარე მოვლენების შესახებ, განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას ნეტგაზეთის აჭარის ჰიპერლოკალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ხვალ ბათუმში, ანბანის კოშკთან „ქართული ოცნების” აქცია უნდა გაიმართოს. ამ დრომდე ანალოგიური აქციები “ქართულმა ოცნებამ” გამართა თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორსა და მცხეთაში.