ახალი ამბებიეკონომიკა

თბილისში ფოსტის ყოფილი შენობა 5 750 001 ლარად გაიყიდა

1 ნოემბერი, 2016 • 1924
თბილისში ფოსტის ყოფილი შენობა 5 750 001 ლარად გაიყიდა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N44–ში მდებარე უძრავი ქონება 5 750 001 ლარად გაყიდა. აუქციონზე გამარჯვებულად 575 ბიჯით შპსნევადაგამოვლინდა.

აღნიშნული უძრავი ქონება „50 ქონება შენი სასტუმროსთვისპროექტის ფარგლებში იქნა შერჩეული და შეთავაზებული დაინტერესებული პირებისთვის“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

აუქციონის პირობების მიხედვით, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინიმუმ 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ინვესტორი 5 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და სასტუმრო კომპლექსში სულ მცირე 30 საქართველოს მოქალაქე დასაქმდება.

“აღნიშნულ სასტუმროშისაქართველოს ფოსტისექსპონატებისთვის განკუთვნილი საგამოფენო დარბაზი მოეწყობა, რომლითაც 20 წლის ვადით უსასყიდლოდ ისარგებლებსსაქართველოს ფოსტა. პირველ სართულზე ასევე უსასყიდლოდ განთავსდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლობაც“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვისდაგასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზესაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით არის შემუშავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი