ნეტგაზეთი | აშშ: ქართველ ხალხს ვულოცავთ არჩევნების წარმატებით დასრულებას აშშ: ქართველ ხალხს ვულოცავთ არჩევნების წარმატებით დასრულებას – Netgazeti

აშშ: ქართველ ხალხს ვულოცავთ არჩევნების წარმატებით დასრულებას

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები და 30 ოქტომბრის მეორე ტურები კონკურენტულ გარემოში წარიმართა და დაცული იყო ამომრჩევლებისა და კანდიდატების უფლებები.

“ამერიკის შეერთებული შტატები ულოცავს ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას, რაც განამტკიცებს საქართველოს როლს, როგორც დემოკრატიული რეფორმების ლიდერს რეგიონში. აღვნიშნავთ, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ როგორც 8, ასევე, 30 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა, როგორც კინკურენტული, რომელიც ეფუძნებოდა როგორც ამომრჩევლების, ასევე, კანდიდატების უფლებეის პატივისცემაზე. პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოწოდებებმა საკუთარი მხარდამჭერების მიმართ, გამოეჩინათ თავშეკავება, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ქართველმა ამომრჩეველმა არჩევანის თავისუფლად გაკეთება რომ შეძლო,”–აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

აქ ასევე საუბარია იმის შესახებაც, რომ დაბალანსებულად უნდა გამოიძიონ ძალადობისა და დაშინების ფაქტები:

“ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ მოხდა ძალადობისა და დაშინების ცალკეული ფაქტები. მოვუწოდებთ, რომ ეს ფაქტები გამოიძიონ დაბალანსებულად და კანონის უზენაესობის შესაბამისად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ერთობლივად იმუშავონ იმ მიზნებისთვის, რომლებიც მნიშნელოვანია ქართველებისთვის დემოკრატიული კონსოლიდაციის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ჩათვლით,”– აღნშნულია განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი