ახალი ამბები

ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები ოთხ ოლქში

31 ოქტომბერი, 2016 • 1690
ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები ოთხ ოლქში
“სამართლიანმა არჩევნებმა” [ISFED] მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის  ოთხი ოლქის პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 50 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.  ISFED -აცხადებს, რომ ოთხი ოლქი სრულად დასაკვირვებლად არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის მაღალი კონკურენციისა და დაფიქსირებული დარღვევების გამო შეარჩიეს.
„სამართლიანმა არჩევნების“  ცნობით,  სრულად მიიღეს ინფორმაცია დამკვირვებლების 100%-ისგან, რომლებიც ყველა საარჩევნო უბანზე იყვნენ განთავსებული ოთხ საარჩევნო ოლქში: #36 მარნეულის; #44 ახალციხე-ადიგენის; #49 ქუთაისის; და #66 ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქებში.
პარალელური დათვლის შედეგები ასე გამოიყურება:
CCC
 

ISFED ის მონაცემებით:

[checklist]

  • ამომრჩეველთა აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 37.6% (ცდომილების ზღვარი +/- 0.9 %) შეადგინა, რაც პირველ ტურთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. 8 ოქტომბერს ამომრჩეველთა აქტივობა 52.9% (ცდომილების ზღვარი +/- 0.9%) იყო.
  • საარჩევნო უბნების 99.8%-ზე ხმის დათვლის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა. აღნიშნული მაჩვენებელი სტატისტიკურად ახლოს არის პირველი ტურის მონაცემთან (97.9%).
  • ხმის დათვლის პროცესში არც ერთ საარჩევნო უბანზე არ დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება პირველი ტურის მონაცემისგან (99.9%).
  • საარჩევნო უბნების 0.7%-ზე ხმების დათვლისას უბანზე მყოფ დამკვირვებლებს არ მიეცათ თითოეულ ბიულეტენში ასახული ინფორმაციის დანახვის შესაძლებლობა.
  • საარჩევნო უბნების 89.2%-ზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ხოლო უბნების 79.9%-ზე – „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები“. არჩევნების პირველ ტურზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნების 89.1%-ზე, ხოლო“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები – 87.6%ზე.

[/checklist]

შეადარეთ PVT-ს და ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები 4 ოლქის კანდიდატებზე:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი