ახალი ამბები

ენმ 400 ბიულეტენის ჩაყრაზე საუბრობს, ISFED ამ ფაქტს არ ადასტურებს

30 ოქტომბერი, 2016 • 1208
ენმ 400 ბიულეტენის ჩაყრაზე საუბრობს, ISFED ამ ფაქტს არ ადასტურებს

ენმ აცხადებს, რომ მარნეულის საარჩევნო ოლქის 86-ე უბანზე არჩევნები გაყალბდა, რადგანაც 400 ბიულეტენი ჩაყარეს, თუმცა სამართლიანი არჩევნები ამ ფაქტს არ ადასტურებს.

მარნეულში მყოფმა ერთანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მაჟორიტარობის კანდიდატ მაკმამედ იმამკულიევთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს ვიდეომასალა წარუდგინა. ფარულად გადაღებულ ვიდეომასალაში, ბოკერიას თქმით, ზაზა ბაირამოვა ენმ-ის მხარდამჭერს ეუბნება, რომ საარჩევნო ყუთში 400 ბიულეტენი ჩაყარა. ამის გამო ენმ მარნეულის საარჩევნო ოლქის შედეგების ბათილად ცნოვას ითხოვს.

თუმცა ამ საარჩევნო უბანზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა  სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ საარჩევნო ყუთიდან სულ 386 ბიულეტენი ამოიღეს და ამჟამად ხმებს ითვლიან. ISFED -ის ინფორმაციით, ამ უბანზე არ დაწერილა არც ერთი საჩივარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი