ნეტგაზეთი | საია: მარკირებაგავლილი ამომრჩევლების მიერ არჩევნებში მონაწილეობის 5 ფაქტი დაფიქსირდა საია: მარკირებაგავლილი ამომრჩევლების მიერ არჩევნებში მონაწილეობის 5 ფაქტი დაფიქსირდა – Netgazeti
Batumelebi | RU

საია: მარკირებაგავლილი ამომრჩევლების მიერ არჩევნებში მონაწილეობის 5 ფაქტი დაფიქსირდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონაცემებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მარკირებაგავლილი ამომრჩევლების მიერ არჩევნებში მონაწილეობის 5 ფაქტი, ხოლო მარკირებაგავლილი ადამიანების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის მცდელობის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა.

მარკირებაგავლილი ამომრჩევლების მიერ არჩევნებში მონაწილეობის ფაქტები

  • ქუთაისის #37 უბანზე დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ამომრჩევლების მიერ არჩევნებში მონაწილეობის 2 ფაქტი. აღმოჩნდა, რომ უბანზე მყოფმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა მიიღეს გაურკვეველი სამართლებრივი ძალის მქონე „აქტი“ და აღნიშნული „აქტი“ საფუძველზე ამ პირებს მიაღებინეს არჩევნებში მონაწილეობა. (აღნიშნული მომენტისათვის საიას ამ უბანზე დამკვირვებელი არ ჰყავდა).
  • მარნეულის #48 უბანზე დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ამომრჩევლების ხმის მიცემის 3 ფაქტი, მათ შორის 1 ფაქტი დააფიქსირა საიას დამკვირვებელმა, ხოლო 2 ფაქტი – სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა.

“განვმარტავთ, რომ მარკირებაგავლილი ამომრჩევლების მიერ არჩევნებში მონაწილეობა კანონდარღვევას წარმოადგენს, ხოლო ზემოაღნიშნული აქტის მიღების უფლებამოსილება სცილდება სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და საარჩევნო სუბიექტებისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს”,-აცხადებს საია.

მარკირებაგავლილი ადამიანების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის მცდელობის ფაქტები

საიას ცნობით, მარკირებაგავლილი ადამიანების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის მცდელობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა კომისიის თავმჯდომარეებმა ასეთ ამომრჩევლებს არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ამომრჩევლები უკან გააბრუნეს:

  • მთაწმინდის #24-ე უბანი – 3 ფაქტი;
  • მარნეულის #85 უბანი – 5 ფაქტი.
  • მარნეულის #7 უბანი – 1 ფაქტი,
  • რუსთავის #30.20.37 უბანი – 3 ფაქტი.
  • ქალაქ ზუგდიდის #9 უბანი – 1 ფაქტი,
  • ბათუმის #7 უბანი – 1 ფაქტი.
  • მარნეულის #48 უბანზე – 50 მდე ფაქტი.
  • მთაწმინდის #1, #2, #7 უბნებზე რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა პრობლემები მარკირებასთან დაკავშირებით, როდესაც მარკირების შემოწმების აპარატმა დააფიქსირა მარკირების გავლა, ხოლო მოქალაქეები განმარტავდნენ, რომ ეს იყო ფრჩხილის ლაქი.

საარჩევნო დღის განმავლობაში  საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 55 საჩივარი და 59 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com